COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ 49 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო დღე-ღამეში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი მხოლოდ 49 პირს დაუდასტურდა. საქართველოში გამოვლენილი COVID 19-ის 1 150 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

დედაქალაქში გამოვლენილია კორონავირუსის 647 შემთხვევა, აჭარაში - 58, იმერეთში - 249, ქვემო ქართლში - 93, შიდა ქართლში - 95, გურიაში - 53, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 145, კახეთში - 106, მცხეთა-მთიანეთში - 41, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 14.

ამ დროის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად კორონავირუსის 4 345 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 3 910 - გამოჯანმრთელდა, ხოლო 44 - გარდაიცვალა.
| Print |