COVID19
ახლციხეში კორონავირუსი კიდევ 13 პირს დაუდატურდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 345 გახდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ახალი ინფიცირების 49 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ახალციხეში - 13, ბორჯომში - 21, ადიგენში - 11, ასპინძაში - 3, ხოლო ახალქალაქში ერთი შემთხვევა დადასტურდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 22 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა. კვლევაში რჩება 36 ნიმუში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 18 პაციენტი და სულ რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 928 გახდა.

რეგიონის კოვიდკლინიკებში 83 პაციენტი მკურნალობს, ორი კი კოვიდსასტუმროში.

თვითიზოლაციაში იმყოფება 273 პირი, აქედან 31 - ადიგენში, 23 - ასპინძაში, 101 - ახალციხეში, 14 - ახალქალაქში, 98 - ბორჯომში და 1 ნინოწმინდაში.

19 იანვრის მონაცემებით, რეგიონში კორონვირუსის დიაგნოზით ოფიციალურად სულ 44 პირი გარდაიცვალა.
| Print |