COVID19
საქართველოს მასშტაბით, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსი 469 ადამიანს დაუდგინდა
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 20 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 122 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 425 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 934-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 792 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 236 922-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 987 პირი ემსხვერპლა"
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 999, საიდანაც 3 576 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე პაციენტია 745 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 217 პირი იმყოფება.

543 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 5 880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან - 19 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 466 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 21 504 პირი იმყოფება.
| Print |