COVID19
სამცხე-ჯავახეთში COVID 19-ის დღიური შემთხვევები ისევ შემცირდა
ბოლო დღე-ღამეში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი მხოლოდ 8 პირს დაუდასტურდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი COVID 19-ის 1 150 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 34, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ დროის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად კორონავირუსის 4 353 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 3 928 - გამოჯანმრთელდა, ხოლო 44 - გარდაიცვალა.
| Print |