COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 343-მდე გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 343-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ახალი ინფიცირების 8 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ახალციხეში - 2, ბორჯომში - 3, ადიგენში - 2, ხოლო ასპინძაში - 1 შემთხვევა დადასტურდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 37 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა. კვლევაში რჩება 16 ნიმუში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 22 პაციენტი და სულ რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 950 გახდა.

რეგიონის კოვიდკლინიკებში 82 პაციენტი მკურნალობს, ორი კი კოვიდსასტუმროში.

თვითიზოლაციაში იმყოფება 257 პირი, აქედან 36 - ადიგენში, 23 - ასპინძაში, 98 - ახალციხეში, 10 - ახალქალაქში, 89 - ბორჯომში და 1 ნინოწმინდაში.

20 იანვრის მონაცემებით, რეგიონში კორონვირუსის დიაგნოზით ოფიციალურად სულ 44 პირი გარდაიცვალა.
| Print |