COVID19
პანიკა საჭირო არ არის, კოვიდ 19-ის ვაქცინას ყველა მიიღებთ - ჯანმო
პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებთ, ვისაც ამის სურვილი გაქვთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიანგელა სიმაომ განაცხადა.

მისი თქმით, ორგანიზაცია მუშაობს იმისთვის, რომ ვაქცინა ყველა ქვეყანამ მიიღოს.

ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ქვეყანას, ყველა ადამიანს ჰქონდეს ამ ვაქცინებზე წვდომის შესაძლებლობა", - განაცხადა მარიანგელა სიმაომ.

მისივე თქმით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა 50-მდე ქვეყანამ დაიწყო და აქედან 40 მაღალშემოსავლიანი სახელმწიფოა.

„ველოდებით, რომ ვაქცინის პირველ დოზებს თებერვლის ბოლოსთვის ყველა ქვეყანა მიიღებს,“- აღნიშნა ჯანმო-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ.
| Print |