COVID19
17 გამოჯანმრთელებული და 24 ინფიცირებული - დღიური კოვიდსტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში
4 ახალციხეში, 17 ბორჯომში, 2 ასპინძაში და 1 ადიგენში - ასე ნაწილდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 4 395 გახდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 28 პირი, კვლევაში რჩება 40 პირის ბიოლოგიური მასალა.

24 საათში რეგიონში გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 988 გახდა.

კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 80 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში კი ერთი პირი რჩება.

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 298 პირი, აქედან 26 - ადიგენში, 36 - ასპინძაში, 117 - ახალციხეში, 9 - ახალქალაქსა და 110 - ბორჯომში.

22 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით 44 პაციენტი გარდაიცვალა.
| Print |