COVID19
ახალციხეში, ორი თვის ბავშვმა კორონავირუსი დაამარცხა
ორი თვის ჩვილი, რომელსაც ახალციხეში COVID 19 დაუდასტურდა, გამოჯანრთელდა. მცირეწლოვანი დედასთან ერთად თბილისში, პედიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. ბავშვი სამედიცინო დაწესებულებიდან 21 იანვარს გამოწერეს.

„გუშინ გამოწერეს და უკვე სახლში არიან. ბავშვი ძალიან კარგად არის", - ამბობს მცირეწლოვანი ბავშვის ბებია შ. ჩ.

შეგახსენებთ, რომ ორი თვის ბავშვს კორონავირუსი 11 იანვარს დაუდასტურდა. მას კორონავირუსზე გამოკვლევა ახალციხეში კლინიკა "ევექსში" ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა საშუალოდ მძიმედ შეფასდა, ამიტომ ჩვილის თბილისში გადაყვანა აუცილებელი
გახდა.
| Print |