COVID19
ახალციხის „სათნოების სახლის“ ბენეფიციარს COVID 19 დაუდასტურდა
ახალციხის უფასო სასადილოში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული უფასო ტესტირების შედეგად გამოვლინდა.

უფასო ტესტირება ახალციხეში 8 იანვრიდან მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ დრომდე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 15 კოვიდინფიცირებულიია გამოვლენილი.

„ეს 15 შემთხვევა ქალაქში და სხვადასხვა სოფელშია გამოვლენილი. მაგალითად ახალციხეში, ქუჩაში გატესტვისას დაფიქსირდა შემთხვევა,“
- განმარტავს ფატი ხაბულიანი.

უფასო ტესტირებით გამოვლენილი 15 შემთხვევიდან, ამ დროისთვის სამ პირს კორონავირუსი ქალაქ ახალციხეში დაუდგინდა, ხოლო დანარჩენი 12 შემთხვევა სოფლებში დაფიქსირდა.

| Print |