COVID19
სამცხე-ჯავახეთის რომელ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა კორონავირუსი?
4 - ახალციხეში, 5 - ბორჯომში, 2 - ასპინძაში და თითო-თითო ადიგენსა და ნინოწმინდაში - ასე ნაწილდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 4 408 გახდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 23 პირი, კვლევაში რჩება 194 პირის ბიოლოგიური მასალა.

24 საათში რეგიონში გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4006 გახდა.

კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 72 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში კი ერთი პირი რჩება.

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 290 პირი, აქედან 31 - ადიგენში, 34 - ასპინძაში, 113 - ახალციხეში, 4 - ახალქალაქსა და 107 - ბორჯომში.

23 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით 44 პაციენტი გარდაიცვალა.
| Print |