COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ 14 პირს დაუდასტურდა
ბოლო დღე-ღამეში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი 14 პირს დაუდასტურდა. საქართველოში გამოვლენილი COVID 19-ის 546 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

დედაქალაქში გამოვლენილია კორონავირუსის 285 შემთხვევა, აჭარაში - 30, იმერეთში - 80, ქვემო ქართლში - 21, შიდა ქართლში - 32, გურიაში - 14, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 31, კახეთში - 34, მცხეთა-მთიანეთში - 5.

ამ დროის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად კორონავირუსის 4 422 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 4 006 - გამოჯანმრთელდა, ხოლო 44 - გარდაიცვალა.
| Print |