COVID19
სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსი მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან: 5-5 - ახალციხეს და ასპინძაში, 4 კი ადიგენში გამოვლინდა. ამ დროის მონაცემებით, რეგიონში ოფიციალურად სულ კორონავირუსის 4 422 შემთხვევაა რეგისტრირებული.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 219 პირი, კვლევაში რჩება 3 პირის ბიოლოგიური მასალა.

24 საათში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 14 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 00 გახდა.

კოვიდკლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 71 პაციენტი, კოვიდსასტუმროში კი ერთი პირი რჩება.

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 263 პირი, აქედან 24 - ადიგენში, 37 - ასპინძაში, 108 - ახალციხეში, 4 - ახალქალაქსა და 99 - ბორჯომში.

24 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით 44 პაციენტი გარდაიცვალა.
| Print |