COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი 5 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან: 4 - ახალციხეში, 6 - ბორჯომში და თითო-თითო ასპინძასა და ახალქალქში. ამ დროის მონაცემებით, რეგიონში ოფიციალურად სულ კორონავირუსის 4 434 შემთხვევაა რეგისტრირებული.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 5 პირი, კვლევაში რჩება 1 პირის ბიოლოგიური მასალა.

24 საათში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 28 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 028 გახდა.

კოვიდკლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 75 პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 263 პირი, აქედან 22 - ადიგენში, 34 - ასპინძაში, 106 - ახალციხეში, 4 - ახალქალაქში, 94 - ბორჯომში და 3 - ნინოწმინდაში.

25 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით 44 პაციენტი გარდაიცვალა.
| Print |