COVID19
სამცხე-ჯავახეთში COVID 19-თ 15 პირი დაინფიცირდა, ხოლო 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან: თითო-თითო - ახალციხეში, ადიგენში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში 9 - ბორჯომში და 2 ასპინძაში. ამ დროის მონაცემებით, რეგიონში ოფიციალურად სულ კორონავირუსის 4 449 შემთხვევაა რეგისტრირებული.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 21 პირი, კვლევაში რჩება 67 პირის ბიოლოგიური მასალა.

24 საათში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 23 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 071 გახდა.

კოვიდკლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 74 პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 231 პირი, აქედან 11 - ადიგენში, 33 - ასპინძაში, 95 - ახალციხეში, 3 - ახალქალაქში, 85 - ბორჯომში და 4 - ნინოწმინდაში.

26 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით ოფიციალურად 44 პაციენტია გარდაცვლილი.

| Print |