28 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში 327 აქტიური კოვიდპაციენტია
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 484 გახდა. რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1 - ახალციხეში, 7 - ადიგენში, 2 - ასპინძასა და 13 - ბორჯომში. სულ რეგიონის მასშტაბით, 327 აქტიური კოვიდპაციენტია
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 26 პირი. კვლევაში რჩება 55 პირის ბიოლოგიური მასალა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 18 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 4 113-ს.
რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 269 პირი იმყოფება, აქედან ახალციხეში - 81, ადიგენში - 37, ასპინძაში - 46, ახალქალაქში - 7, ბორჯომში - 95 და ნინოწმინდაში - 3.
კოვიდკლინიკებში, ამ დროისთვის 82 პაციენტი იმყოფება.
28 იანვრის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით 44 პირია გარდაცვლილი.