COVID19
რომელ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შემთხვევები?
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 494 გახდა. რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 5 - ახალციხეში, 2 - ბორჯომში და თითო-თითო ადიგენში, ასპინძასა და ახალქალაქში. სულ რეგიონის მასშტაბით, ამ დროისთვის 310 აქტიური კოვიდპაციენტია

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 14 პირი. კვლევაში რჩება 86 პირის ბიოლოგიური მასალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 27 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 4 140-ს.

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 255 პირი იმყოფება, აქედან ახალციხეში - 66, ადიგენში - 47, ასპინძაში - 45, ახალქალაქში - 5, ბორჯომში - 89 და ნინოწმინდაში - 3.

კოვიდკლინიკებში, ამ დროისთვის 83 პაციენტი იმყოფება.

29 იანვრის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით 44 პირია გარდაცვლილი.
| Print |