COVID19
საქართველოში კორონავირუსის - 676, მათგან სამცხე-ჯავახეთში - 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 989 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 126 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 863 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 257 632-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 441 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 248 537-მდე.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 159 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 253 შემთხვევა, აჭარა - 44, იმერეთი - 139, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 41, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი -20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 910, საიდანაც  2 694 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 589 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი.

311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 2 905 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში 530 ადამიანია მოთავსებული.

სულ 6 ოქტომბრიდან - 29 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 179 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 17 105 ადამიანი იმყოფება.
| Print |