COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან 32 პაციენტი გამოჯანმრთელდა

 

ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 5 ადიგენში, 1 ახალციხესა და 2 ბორჯომში. სულ სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 4 522-ს.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 13 პირი, მიმდინარეობს დანარჩენების მოკვლევა. კვლევაში რჩება 26 ნიმუში.

კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 87 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 4 200.

თვითიზოლაციაში იმყოფება 306 მოქალაქე, აქედან ადიგენში 113, ასპინძაში 39, ახალციხეში 62, ახალქალაქში 10, ბორჯომში 79, ნინოწმინდაში 3 პირი.

31 იანვრის მდგომარეობით, რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით 44 პაციენტია გარდაცვლილი.

 

| Print |