COVID 19-ის ახალი შემთხვევები რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 6 ახალციხეში, თითო-თითო ადიგენსა და ბორჯომში. სულ სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 4 530-ს.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 5 პირი, მიმდინარეობს დანარჩენების მოკვლევა. კვლევაში რჩება 4 ნიმუში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 34 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 4 234.
თვითიზოლაციაში იმყოფება 287 მოქალაქე, აქედან ადიგენში - 120, ასპინძაში - 39, ახალციხეში - 54, ახალქალაქში - 10, ბორჯომში - 62, ნინოწმინდაში 3 პირი.
კოვიდკლინიკაში მკურნალობის კურსს 87 პაციენტი გადის.
1-ელი თებერვლის მდგომარეობით, რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით 44 პაციენტია გარდაცვლილი.