COVID19
საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამცხე-ჯავახეთში 15
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 858 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ჯამში შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 259 209, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 271 კვლევა, მათ შორის 11 459 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 812 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 580 პირი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 250 289-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში ვირუსს 3 208 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 858 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლინდა 339, აჭარაში 53, იმერეთში - 158, ქვემო ქართლში - 49, შიდა ქართლში - 50, გურიაში - 38, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 85, კახეთში - 44, მცხეთა-მთიანეთში - 21, სამცხე-ჯავახეთში - 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

"ამ დროისთვის, 2 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 575 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 569 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 621 პირი, აჭარაში - 746, იმერეთში - 1 528”,
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
| Print |