COVID19
15 ინფიცირებული და 27 გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 545-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 2 ახალციხეში,10 ადიგენში, 1 ასპინძაში, 2 ბორჯომში. 

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 26 პირი, მიმდინარეობს დანარჩენების მოკვლევა. კვლევაში რჩება 77 ნიმუში. 

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 27 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 4 261-მდე. 

2 თებერვლის მდგომარეობით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 77 პაციენტი. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 265 პირი, აქედან 118 ადიგენში, 28 ასპინძაში, 51 ახალციხეში, 10 ახალქალაქში, 55 ბორჯომში, 3 ნინოწმინდაში, 

სულ რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით 44 პაციენტი გარდაიცვალა. 
| Print |