COVID19
საქართველოში კორონავირუსის 583, სამცხე-ჯავახეთში კი 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 583 ახალი დადასტურებული შემთხვევა და საერთო რაოდენობა შეადგენს 260 480-ს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. სიჭინავას თქმით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.51%.

"ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 583 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 98, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 31, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 671 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 251 748-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 240 პირი ემსხვერპლა". 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 917 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 688 PCR ტესტით. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 583 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული 

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 466, საიდანაც 2 341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმე პაციენტია 529 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 153 პირი. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 963 ადამიანი.
| Print |