ერთ დღეში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან 18 პირი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 4 561 გახდა.
ახალი შემთხვევებიდან 1 ადიგენში, 1 ახალციხესა და 7 ბორჯომში დაფიქსირდა.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 17 პირი, კვლევაში რჩება 194 ნიმუში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 308-მდე გაიზარდა.
კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 78 პაციენტი.
თვითიზოლაციაში იმყოფება 394 პირი, აქედან ადიგენში 258, ასპინძაში 22, ახალციხეში 36, ახალქალაქში 14, ბორჯომში 64.
4 თებერვლის მდგომარეობით, რეგიონში კორონავირისის დიაგნოზით 44 პავიენტი გარდაიცვალა.