COVID19
მაღაზიებში ტემპერატურას აღარ მიზომავენ, ასე თუ იქნა, აპრილში მე-3 ტალღა იქნება - ბიძინა კულუმბეგოვი
,,თუ გვინდა, რომ იმოძრაოს ტრანსპორტმა, ბავშვებმა სკოლაში იარონ, იარსებოს ბიზნესი, ხელფასები არ დაკარგონ ჩვენმა თანამოქალაქეებმა - თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული საავადმყოფოებში არ მოხვდნენ ჩვენი მოქალაქეები. პირბადე ერთადერთი საშუალება რჩება, სხვას ყვეალფერს ვხსნით. უზარმაზარი რისკის წინაშე ვდგებით. იმ რეკომენდაციებსაც უნდა დაცვა, როგორიცაა დისტანცია, ტრანსპორტში ქცევა.

ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა ვთხოვოთ, რომ აუცილებლად გააკონტროლონ... რამდენიმე მაღაზია ჩემს ირგვლივ - სიცხეს ზომავდნენ, დეზობარიერი იყო. ბოლო ერთ კვირაა ტემპერატურას არავინ მიზომავს. თუ ესე გაგრძელდა, აპრილის ბოლოდან იქნება მესამე ტალღა. ქვეყანამ უნდა მოახერხოს მოთხოვნის შესაბამისი ვაქცინების შემოტანა. საზოგადოებას გარკვეული იმუნიტეტი აქვს, დაახლოებით 20%-მდე, დაახლოებით 60% თუ დაემატა ვაქცინირებულების ფენა წლის ბოლომდე, საზოგადოების 80%, რომელიც ა
ნტისხეულებს ატარებს, გარანტიაა იმის, რომ ჩვენ ქვეყანაში ცხოვრებაში შეიძლება, პირვანდელ ყოფას დაუბრუნდეს" - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
| Print |