COVID19
COVID-19 რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 567-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში რეგიონში 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 2 ადიგენის, თითო-თითო კი ასპინძის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში. 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 28 პირი, მიმდინარეობს დანარჩენების მოკვლევა. კვლევაში რჩება 149 ნიმუში. 

კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 69 პაციენტი. 

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 22 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 4 330-მდე. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 335 პირი, აქედან 200 ადიგენის, 19 ასპინძის, 35 ახალციხის, 14 ახალქალაქის და 67 ბორჯომის მუნიციპალიტეტში. 

5 თებერვლის მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით 44 პაციენტია გარდაცვლილი. 
| Print |