COVID19
Covid19 საქართველოში კიდევ 404 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 799 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 262 024
გამოჯანმრთელებულია - 253 614
გარდაცვლილია - 3 283
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 13 573, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 7 252, PCR ტესტით - 6 321
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,95%, ბოლო 14 დღის - 3,87%, ბოლო 7 დღის - 3,64%
კარანტინის რეჟიმში - 450
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 230
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 294
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 106 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 77 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,3 მილიონზე მეტი.
| Print |
თეგები: COVID19 / საქართველო /