COVID19
კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 799 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 283 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 404 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 30, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 450 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 216, ხოლო აჭარაში - 144. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 099 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 277 პირი, აჭარაში - 788, იმერეთში - 1 545.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 262 024-ს შეადგენს. აქედან 253 614 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 283 გარდაიცვალა.
| Print |