როგორია 7 თებერვლის კოვიდსტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში
ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 4 584 გახდა.
ახალი შემთხვევებიდან 2 ასპინძაში, 1 ახალციხესა და 4 ბორჯომში დაფიქსირდა.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 11 პირი, კვლევაში 40 ნიმუში რჩება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 24 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 371-მდე გაიზარდა.
კოვიდკლინიკაში მკურნალობს 70 პაციენტი.
თვითიზოლაციაში იმყოფება 339 პირი, აქედან ადიგენში 221, ასპინძაში 17, ახალციხეში 36, ახალქალაქში 26, ბორჯომში 65, ახალქალაქში 10 პირი.
7 თებერვლის მდგომარეობით, რეგიონში კორონავირისის დიაგნოზით 44 პაციენტი გარდაიცვალა.