COVID19
3 ინფიცირებული და 22 გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა რეგიონში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 587-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში  3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1 ადიგენსა და 2 ბორჯომში. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 6 პირი. 

8 თებერვლის მონაცემებით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 68 პაციენტი. 
24 საათში გამოჯანმრთელდა 22 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 393 გახდა. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 319 პირი, აქედან 213 ადიგენში, 11 ასპინძაში, 26 ახალციხეში, 10 ახალქალაქსა და 59 ბორჯომში. 

რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით 44 პირი გარდაიცვალა.
| Print |