COVID19
ტესტირებული ადამიანების 4 ჯგუფი, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტაქსის მძღოლების, სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების, პედაგოგებისა და რელიგიის მსახურთა მუდმივი ტესტირებით დგინდება, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ამ ჯგუფებში საკმაოდ დაბალია.

ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამის მიუხედავად მოსახლეობას დამშვიდების და ილუზიის უფლება არ აქვს.

„ახალ ჯგუფები, რომლებიც იტესტებიან მუდმივად, საკმაოდ დაბალია დადებითობის პროცენტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინფექციის ცირკულაციამ ქვეყანაში საკმაოდ დაიკლო. ეს გახლავთ ტაქსის მძღოლები - დაახლოებით 17 ათსი ტაქსის მძღოლია გატესტილი და 0,5%-ია დადებითობა. 13 600 ბაზრის მოვაჭრეა გატესტილი და - 0,4%-ია დადებითობის მაჩვენებელი, 8 200 რელიგიის მსახურია გატესტილი და 1,1%. მოლების და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლები 6 000-ია გატესტილი და 0,1%-ია დადებითი, ანუ ყველაზე კარგად იცავენ რეგულაციებს. ასევე გატესტილია 12 600 სკოლის პეგადოგი და აქაც 0,3%-ია დადებითობის მაჩვენებელი. 

სტაბილიზაციისკენ მიდის ქვეყან
, მაგრამ ეს არ გვაძლევს თვითდამშვიდების და ილუზიის შექმნის საშუალებას. ზაფხულში გვქონდა ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონა. არა! - კორონავირუსული ინფექცია არის, მაგრამ დღეს ქვეყანაში სრულად მართვადია. საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რაოდენობით და სასუნთქ აპარატებზე მყოფ ადამიანთა ჯამური რაოდენობით, გეტყვით, რომ სტაბილიზირდება სიტუაცია, მაგრამ თვითდამშვიდების უფლება არ გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
| Print |