COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 544 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 544 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 78, ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 43, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 57, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 263 601-ს".

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 469 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 255 385-მდე. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 311 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 2 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 471 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 133 პაციენტი. 2 469 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 
| Print |