სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 607 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 1 ადიგენში, 1 ახალციხესა და 11 ბორჯომში.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 24 პირი, კვლევაში რჩება 100 ნიმუში.
24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პაციენტი და სულ რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 440 გახდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 280 პირი, აქედან 196 ადიგენში, 9 ასპინძაში, 18 ახალციხეში, 7 ახალქალაქში და 50 ბორჯომში.
10 თებერვლის მდგომარეობით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 58 პაციენტი.