COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 607 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან  1 ადიგენში, 1 ახალციხესა და 11 ბორჯომში. 

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 24 პირი, კვლევაში რჩება 100 ნიმუში. 

24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პაციენტი და სულ რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 440 გახდა. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 280 პირი, აქედან 196 ადიგენში, 9 ასპინძაში, 18 ახალციხეში, 7 ახალქალაქში და 50 ბორჯომში. 

10 თებერვლის მდგომარეობით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 58 პაციენტი. 
| Print |