COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 264 158-მდე გაიზარდა, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 557 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალი შემთხვევები შემდეგნაირად განაწილდა. თბილისი 209, აჭარა - 21, იმერეთი - 113, ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 63, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი -24, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 256 024-მდე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 321 პირი ემსხვერპლა.

| Print |