COVID19
ახალციხეში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 617-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 1 ასპინძაში, 5 ახალციხესა და 4 ბორჯომში.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 70 წლის მამაკაცი ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. სულ გარდაცვლილთა რაოდენობა რეგიონში 45-ია.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 472 გახდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 289 პირი, აქედან 195
ადიგენში, 9 ასპინძაში, 13 ახალციხეში, 4 ახალქალაქში, 68 ბორჯომში.
კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 49 პაციენტი.
გააზიარეთ :