COVID19
ახალციხეში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

 

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 617-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 1 ასპინძაში, 5 ახალციხესა და 4 ბორჯომში. 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 70 წლის მამაკაცი ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. სულ გარდაცვლილთა რაოდენობა რეგიონში 45-ია. 

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 472 გახდა.  

თვითიზოლაციაში იმყოფება 289 პირი, აქედან 195
ადიგენში, 9 ასპინძაში, 13 ახალციხეში, 4 ახალქალაქში, 68 ბორჯომში. 

კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 49 პაციენტი.

 

| Print |