COVID19
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 108 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 108 მილიონს გადააჭარბა, - მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID19-ით 2 378 824 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 80 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში ინფიცირების აქტიური შემთხვევების რიცხვი 25.4 მილიონს შეადგენს.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.
| Print |