COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 507 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან თბილისი 191, აჭარა - 19, იმერეთი - 108, ქვემო ქართლი - 26, შიდა ქართლი - 40, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 264 665-ს. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 660 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 256 684-მდე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 336 პირი ემსხვერპლა.

12 თებერვლის მდგომარეობით, 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 438 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პაციენტი. 
| Print |