6 ინფიცირებული და 21 გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა რეგიონში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ კორონავირუსით ინრიცირებულთა რაოდენობა რეგიონში 4 632 გახდა.
ახალი შემთხვევებიდან 1 ადიგენში, 1 ასპინძასა და 4 ბორჯომში დაფიქსირდა. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 3 პირი, კვლევაში რჩება 80 პირის ბიოლოგიური მასალა.
24 საათში გამოჯანმთელდა კიდევ 21 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა რეგიონში შეადგენს 4 520-ს.
კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 37 პაციენტი.
თვითიზოლაციაში იმყოფება 154 პირი, აქედან 53 ადიგენში, 10 ასპინძაში, 21 ახალციხეში, 4 ახალქალაქში, 66 ბორჯომში.
კორონავირუსის დიაგნოზით რეგიონში სულ 46 პაციენტი გარდაიცვალა.