COVID19
165 ინფიცირებული ერთ დღეში - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 165 ახალი დადასტურებული შემთხვევა და საერთო რაოდენობა შეადგენს 265 722-ს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 197 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 989 PCR ტესტით.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 165 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 57 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 31, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 6, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 258 732-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 363 პირი ემსხვერპლა"
, - განაცხადა სიჭინავამ. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 601, საიდანაც: 1 932 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმე პაციენტია 425 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პაციენტი. 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 437 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 724 ადამიანი.
| Print |