COVID19
საქართველოში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 740 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 266 462-ს. 

ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა, აჭარაში - 32, იმერეთში - 138, ქვემო ქართლში - 25, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 41, კახეთში - 33, მცხეთა-მთიანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 549 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 802 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 747 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 496 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 259 228-მდე. 

ამავე პერიოდში დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 377 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 831, საიდანაც 1 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 395 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, 230 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 753 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 020 ადამიანი.
| Print |