COVID19
4 ინფიცირებული და 8 გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა რეგიონში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რეგიონში 4 661 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 1 ადიგენში და 3 ბორჯომში დაფიქსირდა. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 10 ადამიანი, კვლევაში რჩება 97 პირის ბიოლოგიური მასალა.

24 საათში გამოჯანმთელდა კიდევ 8 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა რეგიონში შეადგენს 4 595-ს.

კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 31 პაციენტი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 138 პირი, აქედან 13 ადიგენში, 10 ასპინძაში, 26 ახალციხეში, 13 ახალქალაქში, 76 ბორჯომში.

კორონავირუსის დიაგნოზით რეგიონში სულ 46 პაციენტი გარდაიცვალა.
| Print |