COVID19
18 თებერვლის კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 365 შემთხვევა გამოვლინდა - სულ, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულების რაოდენობა 267313-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 17188 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9866, PCR ტესტით - 7322.

გამოჯანმრთელდა კიდევ 539 ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 260266-მდე გაიზარდა.

ვირუსმა ბოლო 24 საათში კიდევ 9 ადამიანი იმსხვერპლა, სულ კორონავირუსის დიაგნოზით ქვეყანაში 3399 პაციენტი გარდაიცვალა.
| Print |
თეგები: COVID19 / სტატისტიკა /