COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი ექვს პირს დაუდასტურდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 667 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლოაში რეგიონში ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1 ახალციხეში, 1 ახალქალაქსა და 4 ბორჯომში. 

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 7 პირი, კვლევაში რჩება 72 ნიმუში. 

24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა რეგიონში შეადგენს 4 599-ს. 

18 თებერვლის მდგომარეობით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 29 პაციენტი. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 133 პირი, აქედა ადიგენში 12, ასპინძაში 10, ახალციხეში 27, ახალქალაქში 13, ბორჯომში 71. 

სულ რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილია 46 პირი. 
| Print |