COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 391 პირის კვლევა. ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსის 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რაოდეობა ქვეყანაში შეადგენს 267 701-ს.

ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 182 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 29, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 331 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 260 597-მდე.

დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 406 პაციენტი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე,1 813 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 356 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 106 პაციენტი. 1 627 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |