COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით მამაკაცი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 4 671 გახდა. 

ახალი შემთხვევებიდან 1 ახალციხეში, 2 ბორჯომსა და 1 ადიგენში დაფიქსირდა. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 3 პირი.  

გარდაიცვალა ერთი პირი. 74 წლის მამაკაცი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. რეგიონში გარდაცვლილთა რაოდენობა 47 გახდა. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 4 603-მდე. 

19 თებერვლის მდგომარეობით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 28 პაციენტი. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 158 პირი, აქედან 12 ადიგენში, 7 ასპინძაში, 27 ახალციხეში, 14 ახალქალაქსა და 64 ბორჯომში. 
| Print |
თეგები: კორონავირუსი /