COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 653 პირის კვლევა. ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსის 258 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რაოდეობა ქვეყანაში შეადგენს 268 355-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 258 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 132 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 35, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 16, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 19, კახეთი -16, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 571 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 261 637-მდე.

დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 435 პაციენტი ემსხვერპლა.

| Print |