COVID19
შეზღუდვების მოხსნა სადღაც ორ-სამ კვირაში დამთავრდება - თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ორ-სამ კვირაში, სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება. მისივე თქმით, ცვლილებები კომენდანტის საათის მხრივაც განიხილება.

,,მთავარია, რომ მოსახლეობამ არ შეუწყოს ხელი იმას, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა, რომ 3%-ს ქვევით ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი, არ დავკარგოთ, თორემ შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც ორ-სამ კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება. მთავარია, რომ უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს, ხელახლა შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანას მოუწია", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ "პირველ არხთან" საუბრისას.

თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ თუ მოსახლეობა პირბადეების ტარებას მასობრივად გააგრძელებს შეზღუდვების მოხსნა უბრალოდ დროის ამბავი იქნება. მისი თქმით, ჯერ არ იცის როგორი იქნება ახალი ხელმძღვანელობის პოზიცია, რამდენად დააჩქაებს ან პირიქით რადგან მთავრობაში ცვლილებებია.
| Print |