COVID19
საქართველოში კორონავირუსის 147 შემთხვევა გამოვლინდა, 12 პირი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 502-ს.

თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 28, ქვემო ქართლი - 1, შიდა ქართლი - 16, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 4, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 262 244-მდე.

დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 447 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 785, საიდანაც 1 713 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 336 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი. 

207 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 865 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |