COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა გამოვლენილა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა რეგიონში 4 679-ს შეადგენს. 

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 26 პირი. კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 22 პაციენტი. 

24 საათში გამოჯანმრთელდა ერთი პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 609 გახდა. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 104 პირი, აქედან 11 ადიგენში, 11 ასპინძაში, 28 ახალციხეში, 14 ახალქალაქში, 40 ბორჯომში. 

რეგიონში ვირუსით სულ 47 პაციენტი გარდაიცვალა. 
| Print |